სახურავის ტერმინების ლექსიკონი (განმარტებები)


ემულსია - ორფაზიანი დისპერსიული სისტემები, რომელშიც, ყველაზე ხშირად, დისპერსიულ გარემოს წარმოადგენს წყალი, ხოლო დისპერსიულ ფაზაში - ორგანული სითხეები, მათ შორის ბიტუმები.

ექსპლუატირებადი სახურავი - სახურავი, რომელიც გამოიყენება როგორც პირდაპირი უშუალო დანიშნულებით, ასევე სხვა საექსპლუატაიო მიზნებისათვის: სოლარიუმები, სპორტული მოედნები, დასვენების, რეკრეაციის ზონები, კაფეები

ექსპლუატირებადი სახურავი - ბრტყელი სახურავები, რომელთა ზედაპირი გამოიყენება ადამიანის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც სასიარულო და სპორტული დარბაზები, ავტოგზები და ავტოსადგომები, გაზონები და აუზები.

ვეგი - ნივნივის, ნივნივური სისტემის გასამაგრებელი ელემენტი, მზადდება ხის ძელისგან, წამოადგენს ქვესაკრავს ნივნივის ფეხისთვის, მისი დამონტაჟება ხდება პერპენდიკულარული, მართობული საკოჭის სახით ნივნივის რიგელი სამწეკოჭისა ნივნივის ფეხთან.

თავკოჭი, მაუერლატი - ნივნივსქვედა ძელი, რომელიც ქმნის ხელსაყრელ საყრდენს, საბრჯენს დანაშრევი ნივნივების ქვედა დაბოლოებებისათვის. იგი წარმოადგენს ძელს (კოჭს), რომელიც დამაგრებულია ბეტონის, აგურის, წიდა-ბლოკის, ხის კედლების მთელს შიდა პერიმეტრზე, ნივნივების ფეხების  მისამაგრებლად და დაგროვილი დატვირთვის გადასანაწილებლად კედლებს ზემოთ მიმართულებით.

თბოგამტარობა - მასალის თვისება გადასცეს სითბო, თავისი სიზრქის გავლით, ერთი ზედაპირიდან მეორეზე, ტემპერატურის ცვლილებისას.

თბოსაიზოლაციო მასალები - სამშენებლო მასალები, რომელთაც გააჩნიათ თბოგამტარობა არაუმეტეს 0,175 ვატი  250 С ტემპერატურაზე. მსგავსი მასალები გამოიყენება ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობების, მილსადენების სითბური იზოლაციისათვის.

თერმოპროფილი - აცინკოვანი ფურცლის ცივადნაგლინი ელემენტი პროფილის სპეციალური ფორმითა და პერფორაციით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შენობის მასიური კარკასის ასაწყობად, ასევე სარეკონსტრუქციო ან ახლადმშენებარე ობიექტების ცალკეული ელემენტების მონტაჟისათვის: გარე და შიდა კედლებისათვის, ტიხრებისათვის, კიბეებს შორის გადაფარვებისათვის, მანსარდის ნივნივური კონსტრუქციებისათვის, სახურავებისათვის და სხვა.

იზოლაცია, განმხოლოება - სამარჯვი, ნივთიერება, რომლის დახმარებითაც ხელს უშლიან, აცალკევებენ ერთი სხეულის შეხებას, გაჟონვას  ელექტრო გაყვანილობასთან, სითბოსთან, სიცივესთან და ა.შ.

ინფრაწითელი გამოსხივება - 10000 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე გამთბარი სხეულის გამოსხივების სპექტრში უხილავი სხივების ნაკადის 76-750 მიკრონის სიგრძის ტალღა. სხეულების მიერ ინფრაწითელი სხივების შთანთქმას თან ახლავს ელექტრო მაგნიტური ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნა.



ელფოსტაბეჭდვა